სამწევრიანი ფედერაციის თეორია

სამწევრიანი ფედერაციის თეორია
ამ თეორიის მიხედვით, ფედერაციული სახელმწიფო მოიცავს სამი წევრისაგან შემდგარ სახელმწიფო (სამართლებრივ) სისტემას: 1. ერთიან მართლწესრიგს (საერთო კონსტიტუცია), 2. ფედერალურ მართლწესრიგს და 3. ფედერაციის სუბიექტების მართლწესრიგს. ამასთანავე, ფედერაციისა და ფედერაციის სუბიექტის მართლწესრიგი, პრინციპულად, გათანაბრებულია ერთმანეთთან. აღნიშნული თეორიის მიხედვით, სუვერენიტეტი, როგორც სახელმწიფოს არსებითი ნიშანი, დამახასიათებელია ერთიანი სახელმწიფოსთვის და არა ფედერაციისათვის. საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში მხარედ გამოდის ფედერაციული სახელმწიფო როგორც მთელი, და არა როგორც მხოლოდ ფედერაცია. მართალია, ერთიან სახელმწიფოს არ გააჩნია საკუთარი ორგანოები, მაგრამ, იგი გამოიყენებს ფედერაციისა და ფედერაციისა სუბიექტების ორგანოებს. სამწევრიანი ფედერაციული სახელმწიფოს თეორია განავითარეს ჰ. კელზენმა, ნავიასკიმ და მაუნცმა. სამწევრიანი ფედერაციული სახელმწიფოს განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით გერმანელ, ავსტრიელ და მექსიკელ სახელმწიფომცოდნეებს.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»